„ჯოჯოხეთია ნამდვილი“ – ძროხების სადგომში 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობს

145
SHARE

აკა სინჯიკაშვილი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი შვიდსულიანი ოჯახის შესახებ წერს.
შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
სასწრაფოდ ყურადღება!!! საოკუპაციო ზოლთან, სოფელ კარბში, ძროხების სადგომში 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობს. აქედან 4 ბავშვია. ბავშვების მამა ავარიაში დაზიანდა და სამი წელია, საწოლში წევს. არ აქვთ არაფერი. ბავშვები საჭმელზე ოცნებობენ, გული გაგისკდებათ. :/სასწრაფოდ სჭირდებათ საჭმელი, წამლები, ლეიბი, საბანი, ბალიში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. იქნებ ვინმეს კარადა ან რამე ასეთი საოჯახო ნივთები გქონდეთ, რაც აბადიათ, ისიც მიწაზე უყრიათ . ხვალ, 5 მაისს, ნახალოვკაში, ქარვასლას წინ ავტოსადგომზე, საღამოს 6-დან, 9 საათამდე, შევაგროვებთ ყველაფერს. მომეხმარეთ რა, ჯოჯოხეთია ნამდვილი . :/ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300;
აკაკი სინჯიკაშვილი;
„თი-ბი-სი“ ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი;
„თი-ბი-სი ფეიში“ მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი