ჯორჯ კლუნი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მსახიობია

85
SHARE

ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, ჯორჯ კლუნიმ გასულ წელს გაცილებით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა მსახიობმა. გამოცემა იუწყება, რომ მსახიობის შემოსავალმა 2017 წლის ივნისის შემდეგ 239 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ მაჩვენებლით კლუნიმ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მიღებული შემოსავლებით მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ცნობილი მოკრივე ფლოიდ მაივეზერია, რომელმაც წლის განმავლობაში 285 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
„ფორბსის“ ინფორმაციით, 2017 წლის მესამე უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც ყველაზე მაღალი ჰონორარი მიიღო, მოდელი კაილი ჯენერია. მისმა შემოსავალმა შარშან 166.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ფორბსის“ ათეულში მოხვდა ფეხბურთელი მესი და რონალდოც. ასევე მუსიკოსი ედ შირანი.

FB კომენტარები

კომენტარი