ჯონ სნოუ ცოცხალია! – კიტ ჰარინგტონი Game of Thrones-ის გადაღებებზე დააფიქსირეს  (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)  

514
SHARE

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პოპულარული პერსონაჟი ჯონ სნოუ ცოცხალია და მას ახალი სეზონის მორიგ სერიებში იღებენ. ექსკლუზიური მასალა ბრიტანულმა გამოცემა DAILY MAIL-მა მოიპოვა. გამოცემამ ფოტოკადრებიც გაავრცელა, რომელიც სერიალის გადასაღებ მოედანზეა დაფიქსირებული.

Game of Thrones-ის მე-5 სეზონის ბოლო სერიამ მაყურებელს სრული შოკი მოჰგვარა. ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი ჯონ სნოუ, რეჟისორების ეშმაკური ფანდებით, ფილმში სავარაუდოდ კვდება. სეზონის ბოლო სერიის სულ ბოლო სცენაში, მას მუცელში ხმალი გაუყარეს და მომაკვდავი თოვლიან მიწაზე ეცემა. სცენარისტების და რეჟისორების ეს ტრიუკი მილიონობით გულშემატკივარისა და მაყურებლისთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.

„ვინ მოკლა კენედი?“ – მსოფლიო მნიშვნელობის ამ შეკითხვის შემდეგ, ნამდვილად მეორე ადგილზეა კითხვა – „მოკვდა თუ არა ჯონ სნოუ?“  ვნებათაღელვას წერტილი ბრიტანულმა ბულვარულმა გამოცემამ წერტილი მას შემდეგ დაუსვა, რაც გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიური კადრები გაავრცელა.

დასავლური გამოცემები იუწყებიან, რომ ჯონ სნოუს პერსონაჟის ბედი, თავად ამერიკის პრეზიდენტსაც კი აღელვებს. ტელესერიალის რეჟისორმა დევიდ ნატერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარაკ ობამა სერიალის დიდი გულშემატკივარია და მან პირადი შეხვედრისას სთხოვა, არ მოეკლათ სცენარში ჯონ სნოუს პერსონაჟი.

 

1 2

3 4 5 6 7 8

FB კომენტარები

კომენტარი