ჯონ ლენონის მოპარული ნივთები ბერლინში იპოვეს

81
SHARE

გერმანულმა პოლიციამ 100-ზე მეტი ის ნივთი აღმოაჩინა, რომელიც ჯონ ლენონის სახლიდან 2006 წელს მოიპარეს. მათ შორისაა ლეგენდარული მუსიკოსის სამი დღიური. ამ დროისთვის დღიურები, „ბითლზის“ კონცერტის მაგნიტოფონის ჩანაწერი, ორი სათვალე, ნოტები და სიგარეტის კოლოფი ბერლინის მთავარ სამმართველოშია გამოფენილი.
მოპარული ნივთების შენახვის ბრალდებით, 58 წლის მამაკაცია დაკავებული. გამომძიებლების განცხადებით, ნივთების დიდი ნაწილი ბერლინში, ერთ-ერთი სააუქციონე სახლიდან ამოიღეს. დაწყებულია სამძებრო სამუშაოები გერმანიის ტერიტორიაზე, დანარჩენი ნივთების პოვნის მიზნით.
მუსიკოსის ქვრივმა იოკო ონომ აღმოჩენილი ნივთები იმ ფოტოების მიხედვით ამოიცნო, რომელიც მას ნიუ-იორკში, გერმანიის საკონსულოში აჩვენეს.

FB კომენტარები

კომენტარი