ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ ყოფილი ცოლი მას სცემდა – მსახიობმა სასამართლოში ვიდეოჩანაწერები წარადგინა

57
SHARE

55 წლის ჯონი დეპი ყოფილ ცოლს, ცილისწამების გამო, 50-მილიონიანი სარჩელით ემუქრება. ვარსკვლავი სასამართლოს უგზავნის იმ მტკიცებულებებს, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს ფაქტს, რომ მსხვერპლი თავად იყო. მართალია, წყვილის განქორწინება დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ სკანდალი მათ შორის არ სრულდება.
ჯონი დეპმა უკვე განაცხადა, რომ მას ცოლი ილონ მასკთან მაშინ ღალატობდა, როცა ის გადაღებებზე იყო ხოლმე. ასევე, მსახიობი აცხადებს, რომ ემბერ ჰერდმა მას ბოთლი ესროლა და ლამის თითის გარეშე დატოვა. თავისი სიტყვების გასამაგრებლად, ჯონი დეპმა სასამართლოს სახლის სათვალთვალო კამერების 87 ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც, თითქოსდა, ჩანს, რომ ემბერი აგრესიულად იქცევა და ქმარს სცემს. დეპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მანამდე ემბერი დასწრებაზე წავიდა და დეპის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოვიდა, რათა პოპულარობა მოეხვეჭა. დეპის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ამ ბრალდებების გამო ემბერმა შეძლო, “MeToo”-ს მოძრაობის „მატარებელში შემხტარიყო“. ემბერ ჰერდი პირველი მსახიობია, რომელიც გაეროს უმაღლესი კომისარის მიერ ადამიანის უფლებათა დამცველად არის დანიშნული; ასევე, ის სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის ამერიკულ კავშირში საგანგებო წარმომადგენელი და L’Oréal Paris-ის მსოფლიო ორატორი გახდა

FB კომენტარები

კომენტარი