ჯონი დეპის ყოფილი ცოლი ვანესა პარადი გათხოვდა

69
SHARE

ფრანგი მომღერალის ვანესა პარადის რჩეული რეჟისორი და სცენარიტსი სამუელ ბენშეტრი გახდა. 30 ივნისს წყვილმა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად ქორწილი გადაიხადეს, რომელიც საიდუმლოებით იყო მოცული. ქორწილში მხოლოდ ძალიან ახლო წრე იყო დაპატიჟებული.
აღსანიშნავია, რომ ვანესა პარადი ოფიციალურად გათხოვილი აქამდე არ ყოფილა. ის და ბენშეტრი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებოდნენ. მსახიობის წინა ქორწინება სამოქალაქო იყო. ჯონი დეპტან ერთად პარადიმ 14 წელი იცხოვრა, თუმცა ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაშორდა, მათ ორი შვილი ჰყავთ-ლილი როუზი და ჯეკი.

FB კომენტარები

კომენტარი