ჯონი დეპის მეუღლე 10 წლით დაპატიმრებას გადაურჩა (ვიდეო)

57
SHARE

ავსტრალიის სასამართლომ ჯონი დეპის მეუღლეს, მსახიობ ემბერ ჰერდის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ძაღლების უკანონო შემოყვანაზე ბრალი მოუხსნა.
უცხოური მედიის ცნობით, ემბერს პატიმრობის 10 წელი ემუქრებოდა. მსახიობმა აღიარა, რომ წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას შეიცავდა. ახლა სასამართლომ ჯონი დეპის მეუღლეს „ერთი თვის განმავლობაში აუცილებელი დამაკმაყოფილებელი საქციელი“ მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ზაფხულს ემბერმა ქვინსლენდის შტატის ტერიტორიაზე საკუთარი იორკშირის ტერიერები ჩაიყვანა და ქვეყნის ვეტერინარული სამსახურისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამით მსახიობმა ქვეყნის კანონი დაარღვია. „ბონუსის“ სახით ვარსკვლავურმა წყვილმა ვიდეორგოლი ჩაწერა, რომელშიც ავსტრალიის საზოგადოებას ბუნების დაცვისკენ მოუწოდებს.

FB კომენტარები

კომენტარი