“ჯობია, შენ თვითონ მოკვდე, ამას არც ერთ დედას არ ვუსურვებ” – ლალი ბადურაშვილი შვილის გარდაცვალებაზე

54
SHARE

ლალი ბადურაშვილი გია ჯაჯანიძის შოუს სტუმარი იყო, მან შვილის, ცნობილი კინორეჟისორის ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა:

„გავითიშე, გონება დავკარგე საკუთარი შვილის დასაფლავებაზე და რეანიმაციაში გამაქციეს, მას შემდეგ გულიკო ჩაფიძემ მიპატრონა, როგორც საკუთარს… ბედისწერა აბა, რა არის?!. ერეკლეს ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი ფილმის დასრულებამდე, პირველ თურქულ-ქართულ პროექტს… უნდა ჩამოსულიყვნენ თურქები. ქარები რომ იყო, თბილისის კადრების გადაღება უნდოდა. სიცხემ მისცა… აჟრიალებდა. მოვიდა ერთი დღე სასწრაფო, მეორედ, მაგრამ არაფრით არ გადააყვანინა თავი საავამდყოფოში. თურმე 40 სიცხით ფეხზე დადიოდა და ფილტვების ანთება დაემართა, მეხუთე დღე დაეწყო ხრჩობის პროცესი, მაშინ შეეშინდა… წინა დღეს რომ წასულიყო საავამდყოფოში, გადარჩებოდა… თვითონ ჰქონდა უცნაური სიზმრები. გიო ხუციშვილი რომ წავიდა, მისი ფოტო გვერდზე ედო და ერთხელ კი უთხრა, მეც მალე მოვალო… ამას ჯობია, შენ თვითონ მოკვდე. ამას არც ერთ დედას არ უსურვებ… აქაც არჩევანის წინაშე გაყენებს ცხოვრება. ხელების დაკბენა და დაგლეჯვა გინდა, სახლშიც არ უნდა გაჩერდე მაშინ… უნდა სადღაც მთაში წახვიდე და თუ რჩები აქ, რაღაცნაირად ისე იცხოვრო, რომ შენი დარდით არავინ დატვირთო. პატარა აივანი მაქვს, იქ ცას ვუყურებ, მარტო ვზივარ და ჩუმად ვტირი, ველაპარაკები… ასე მგონია, ისიც მისმენს…“, – განაცხადა ბადურაშვილმა.

FB კომენტარები

კომენტარი