ჯიას ცხოვრება და კარიერა: ერთ-ერთი პირველი სუპერმოდელის ტრაგიკული ისტორია

607
SHARE

იტალიური წარმოშობის ჯია მარი კარანჯი 1960 წლის 29 იანვარს აშშ-ში, ფილადელფიის შტატის ქალაქ პენსილვანიაში, ჯო კარანჯისა და კეტლინ კარანჯის ოჯახში დაიბადა.
ჯია 14 წლის ასაკში მიხვდა, რომ გოგონები იზიდავდა. ის გოგონებს ყვავილებსა და თავის დაწერილ ლექსებს უგზავნიდა. დედამ შეამჩნია მისი გატაცება და ფსიქოლოგთან წაიყვანა, თუმცა, ამით არაფერი შეიცვალა. გარდატეხის ასაკში მყოფი ჯია დედამ მიატოვა, რამაც მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ჯიას უჭირდა დედის სითბოსა და სიყვარულის გარეშე ცხოვრება. 18 წლის ჯია ნიუ-იორკში ახალი ცხოვრების დასაწყებად წავიდა. მალევე ყოფილმა მოდელმა და სამოდელო სააგენტოს მფლობელმა ვილგელმინა კუპერმა მისი სილამაზე შეამჩნია და 3-თვიანი მუშაობის შემდეგ ჯიამ ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა მაღალი მოდის ბიზნესში.
მისი სილამაზე იყო უცხო და საინტერესო იმ დროის ყველა წამყვანი მოდის სახლისა და გამოცემისთვის. 1978 წელს, ჯიამ სრულიად შიშველმა იპოზიორა „ვოგის“ ფოტოგრაფ კრის ვონის ფოტოსესიაში. ფოტოგრაფს გაშიშვლებაზე არც ერთი იმ დროს მოქმედი მოდელი არ დათანხმდა, ჯია კი ბუნებით რისკიანი იყო და თამამად გაიხადა. ეს იყო მისი და იმ დროის ყველაზე სკანდალური ფოტოსესია. ჯია თანამშრომლობდა ფრანგული, იტალიური, ბრიტანული „ვოგის“ , ასევე გერმანული, ბერძნული, იტალიური, ამერიკული „კოსმოპოლიტანის“ გამოცემებთან. მისი ჰონორარი 10 000 დოლარს აღწევდა. იგი უარს ამბობდა ბევრ შემოთავაზებაზე, აგვიანდებდა ფოტოსესიებზე, აწყობდა სკანდალებს, თუ არ მოეწონებოდა მაკიაჟი ან ვარცხნილობა. „ამ ქალაქში ყველა ეძებს სექსს, ნარკოტიკს და ფულს – წერდა ჯია თავის დღიურში, – ყველა ხედავს სილამაზეს, მაგრამ ვერავინ ხედავს ტკივილს“. ამასობაში, ჯია ნარკოდამოკიდებული გახდა. იგი თავს მარტოსულად გრძნობდა და მუდმივად განიცდიდა ტკივილს. ტკივილს, რომელსაც ნარკოტიკი დროებით ავიწყებდა და ტკივილს, რომელიც ვერც დიდებამ და ვერც მსოფლიო მასშტაბის აღიარებამ ვერ განკურნა. ნარკოტიკები მუშაობაში ხელს უშლიდა და მასთან თანამშრომლობას თანდათან წყვეტდნენ. „როგორც ჩანს, მსოფლიო ფულზე და სექსზეა დაფუძნებული. მე კი ვეძებ უკეთესს: ბედნიერებას, სიყვარულს, მზრუნველობას“, – წერდა ჯია თავის დღიურში. მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში, მან საკუთარი თავი გაყიდა, რომ ნარკოტიკი შეეძინა. “სიცოცხლე და სიკვდილი, მოძრაობა და სიმშვიდე. თუკი დღეს მე სამუდამოდ გავჩერდი, ღირდა ალბათ ამად .
რომ შემეძლოს, აუცილებლად გამოვასწორებდი ყველა იმ საშინელ შეცდომას, რაც კი ცხოვრების მანძილზე ჩამიდენია. მაგრამ ტკივილი, რომელიც შინაგანად მჭამდა და მოუშუშებელ იარებს მიტოვებდა სულზე, ალბათ კანონზომიერი იყო და იმის საპირწონე, რისკენაც მივდიოდი… არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯოჯოხეთია თუ სამოთხე, მონობა თუ თავისუფლება… მე უნდა გამეკვალა გზა მათში, მათზე, მათ შორის… და ზემოდან გადმომეხედა იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გავიარე…“ 1986 წელს ჯია ავად გახდა.
დედამ პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში დააწვინა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ შიდსით იყო ავად. 1986 წლის 18 ნოემბერს ჯია გარდაიცვალა. სუპერმოდელის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ჯია“, სადაც მის როლს ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი თამაშობს. თავიდან ჯოლიმ როლზე უარი განაცხადა, რადგან მისი თქმით, იგი ძალიან ჰგავდა ჯიას. ის სწორედ ამიტომ აარჩიეს ჯიას როლზე, რომელიც საბოლოოდ, უნიკალურად შეასრულა და „ოქროს გლობუსიც“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხანს ანჯელინამ სხვა ფილმში არ ითამაშა. მას გარკვეული დრო დასჭირდა, რომ აღედგინა ემოციური და მორალური ძალები. ჯია ერთ-ერთი პირველი ქალია, რომლის გარდაცვალების მიზეზად შიდსი ღიად გაცხადდა.

11950914_412397255622332_96554022_n

1507083_732501593494771_3162845378667744572_n

10003199_601948413216757_1497252838_n

10168009_607547319323533_96020121_n

10405488_714586258619638_573715189426401794_n

10530707_664357230309208_5794165012956083941_n

 

11995412_412397248955666_532992097_n

11997259_412397258955665_956026389_n

11998508_412397252288999_1337179787_n

12000094_412397265622331_987689446_n

FB კომენტარები

კომენტარი