“ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი​” – ოქრუაშვილი სოცქსელში მასზე ხუმრობებს პასუხობს

196
SHARE

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟსა და ხუმრობებს მისი განცხადების შემდეგ  თავადაც იუმორით გამოეხმაურა.

გუშინ სოცქსელში წერდნენ. “ვარდების რევოლუციის” დაფინანსების გარდა კიდევ რა ჰქონდა გაკეთებული ოქრუაშვილს. ჩამონათვალ “საქმეებს” რამდენიმე ყოფილმა მინისტრმაც დაუმატა.

​”ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით”, – წერს ოქრუაშვილი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი