„ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში“ – შაქარაშვილის ბიძა

404
SHARE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალება ასფიქსიამ, წყალში დახრჩობით გამოიწვია.

ექსპერტიზის დასკვნის გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა და მისმა ბიძამ პრესკონფერენცია გამართა. მირიან ნიკოლაძის ვარაუდით, წყალში გადაგდებამდე შაქარაშვილი შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო. ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ 19 წლის სპორტსმენი თავდაპირველად დაახრჩვეს და შემდეგ გაატანეს ცხედარი წყალს:

„ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი, ნაცემი, გადააგდეს არაგვში და იქ მოხდა მისი დახრჩობა, ან დაახრჩვეს და შემდგომში გაატანეს წყალს“, – განაცხადა ადვოკატმა.

FB კომენტარები

კომენტარი