„ჯერჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება“ – როგორია ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა

166
SHARE

2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასულ ღამეს შესაბამის ჯგუფში ინფორმაცია გავრცელდა:

“59-ღამე მშვიდობისა ანიტელებო!

ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა, ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.

გრძელდება დიალიზი და სისხლში გავრცელებული ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ჯერჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გულის ამუშავება, რომ სხვა ორგანოებზე დატვირთვა შემცირდეს. ამჟამად გულის ყველა ფუნქციას ჩანერგილი აპარატი ასრულებს.

ბოლო კვლევის მიხედვით, აღარ აღინიშნება სოკოს ინფექცია, ნამდვილად დაძლეულია თუ არა ბაქტერია, ამის დასადგენად დღეს განმეორებით მოხდა სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ექიმი ბალაკრიშნანი აღნიშნავს, რომ ანიტას კონტაქტზე გამოსვლა და ის რომ მისი ნევროლოგია არ დაზიანებულა არის ძალიან საოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი.

ყველას გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!

ეს წელი ჩვენი გამარჯვების იქნება!

#ანიტას გულისთვის” – წერს მარიკა ხუციშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი