ჯეიმს ქემერონი კიდევ ოთხ „ავატარს“ გადაიღებს

75
SHARE

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯეიმს ქემერონი 2009 წლის ცნობილი „ავატარის“ კიდევ ოთხ ფილმ-გაგრძელებას გადაიღებს. წინასწარი ინფორმაციით, „ავატარი 2“ 2018 წელს გამოვა, მომდევნო სურათები კი წინასაშობაოდ – 2020, 2022 და 2023 წლებში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ მასიური კინემატოგრაფიული პროექტის დაწყება. ყოველი ფილმი ცალკე აღებული, დამოუკიდებელი კინოა, თუმცა ერთად ნამუშევრები საგას წარმოადგენს“, – ამბობს ქემერონი.

თავდაპირველად საუბარი მხოლოდ ორ ფილმზე იყო, თუმცა სცენარისტებთან და წამყვან მსოფლიო დიზაინერებთან გასაუბრების შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ორი ფილმისთვის მასალა ზედმეტად ბევრია. ფილმების რაოდენობა ჯერ 3-მდე, შემდეგ კი 4-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, „ავატარი“ 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმია. დღეს ეს ნამუშევარი ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ფილმად რჩება. მან თითქმის 2,8 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

Comments

comments