ჯგუფ “Coldplay”-ს სიმღერა მიუძღვნეს (ვიდეო)

56
SHARE

“Mr. Hudson”-მა და “Vic Mensa”-მ ერთად ახალი სიმღერა ჩაწერეს, რომელიც ჯგუფ “Coldplay”-ს ეძღვნება. სიმღერის ტექსტში ნათქვამია, რომ “Coldplay”-ს უსმენ მაშინაც კი, როდესაც ის სრულებითაც არ მოგწონს. სიმღერას “Coldplay” ეწოდება და დაწერილია ისეთ დღეზე, რომელიც “Coldplay”-ს მოსასმენადაა შესაფერისი.
ბრიტანელ მუსიკოსს და “Mr. Hudson”-ს მანამდეც აქვთ ერთობლივი სინგლი გამოშვებული, რომელსაც “Can’t Forget You” ეწოდება. ამჯერად კი “Mr. Hudson”-მა რეპერ “Vic Mensa”-სთან კოლაბორაციის შედეგად, ახალი სინგლი გამოუშვა, რომლის ტექსტშიც შემდეგი იკითხება:“Wet hair on a cold day/The kind of day you play Coldplay/I don’t even like Coldplay/But today I need Coldplay”. რეპერი კი თავის ტექსტში “Coldplay”-ს ჰიტად ქცეულ “Yellow”-ს მოიხსენიებს, არც თუ ისე კარგ კონტექსტში: “I see your face in yellow every time I hear Coldplay”.
“Mr. Hudson”- ის ბოლო სტუდიური ალბომი 2009 წელს გამოვიდა. პუბლიკამ კი ის „Supernova“-ს ჰიტით გაიცნო, რომელსაც კანიე უესთთან ერთად ასრულებს. მანამდე კი “Coldplay”-ს ახალი მსოფლიო ტური, სახელწოდებით “A Head Full Of Dreams” ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მუსიკალურ ტურნედ დასახელდა, რომელმაც მხოლოდ “U2”-თან და „The Rolling Stones“-თან დათმო პოზიციები.

FB კომენტარები

კომენტარი