ჯგუფი “Spice Girls” ახალ ვოკალისტს ეძებს

78
SHARE

90_იანი წლების პოპულარული ინგლისური ჯგუფი “Spice Girls” სცენაზე დაბრუნებას აპირებს. ცვლილებებია ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ჟურნალი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯგუფი ახალ ვოკალისტს ეძებს. გოგონები ჯგუფის ახალ წევრებს ვიქტორია ბექჰემისა და მელანი ჩისხოლმის ნაცვლად ეძებენ, რადგან მათ უარი განაცხადეს ჯგუფში დაბრუნებაზე.

ოფიციალური ინფორმაცია მოსმენასთან დაკავშირებით უახლოეს კვირაში გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ გოგონას ექნება. ამის შემდეგ, ჯგუფი უკვე ახალი შემადგენლობით ოფიციალურ ტურნეს გამართავს.

წყარო: jolo.ge

FB კომენტარები

კომენტარი