ჯგუფი “გამიყოლე” – “დაპოსტე” შენი ადგილმდებარეობა და იმგზავრე უფასოდ

187
SHARE

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ჯგუფი სახელად “გამიყოლე” გამოჩნდა, რომლის მიზანი ტრანსპორტირების კუთხით ადამიანების უანგაროდ დახმარებაა. ჯგუფი დაახლოებით ერთი კვირის წინ, ორი ადამიანის ინიციატივით შეიქმნა და მას უკვე 2000-მდე წევრი ჰყავს.

“პლუს კვირა” ჯგუფის ერთ-ერთ შემქმნელს მარიამ გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ჯგუფი პოლიტიკური ხასიათის მატარებელი ყოფილიყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს ჯგუფი მხოლოდ კეთილი საქმის კეთებისთვის შეიქმნა.

“ჯგუფის შექმნის იდეა ძალიან სპონტანურად დაიბადა. უბრალოდ, ერთ დღეს აღვნიშნე, რომ ძალიან მოიმატა ტაქსის ტარიფმა, დაემთხვა ისიც, რომ ბევრი პოსტი ვნახეთ, სადაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წერდნენ. ჩემმა შეყვარებულმა (დავით ასპანიძე) იდეა შემომთავაზა, რომ შეგვექმნა ჯგუფი – ერთგვარი სოციალური პროექტი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უანგაროდ დაეხმარებოდნენ.

მინდა ხაზი გავუსვა, იმას რომ ეს ჯგუფი რაიმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მიზნით არ გაგვიკეთებია, არც არავის დავპირისპირებივართ… უბრალოდ დაგვებადა ეს იდეა, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების გამოსავლენად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იყო მცდელობები ჯგუფის იდეა სხვა კუთხით წარმოეჩინათ. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ჯგუფი მხოლოდ ადამიანების დახმარებასა და გვერდში დგომას ემსახურება“,- ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

„მოგეხესნებათ, რომ გარკვეული რეგულაციების გამო, ტაქსის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ისიც მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდად ვერ ბრწყინავსამიტომ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ერთმანეთს დავეხმაროთმათ, ვისაც მანქანა ჰყავთ, აქვთ ადგილი და სურვილი და შეუძლიათ  კონკრეტულ დანიშნულებამდე სხვა ადამიანები გაიყოლონამისათვის, შეგვიძლია ამ ჯგუფში უბრალოდ დავპოსტოთ ჩვენი ადგილმდებარეობა, მიმართულება და დამთხვევის შემთხვევაში, ერთად ვიმგზავროთგამოვიჩინოთ მეტი სოლიდარობა, გვერდით დგომა და მხარდაჭერა“,- ვკითხულობთ ჯგუფის აღწერაში.

 

 

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი