ჯასტინ ბიბერი ღამეს ქუჩაში გაათევს

58
SHARE



     კანადელი პოპ–მომღერალი ჯასტინ ბიბერი ღამეს ლოს–ანჟელესის ერთ–ერთ ქუჩაში გაათევს. ამ ინფორმაციას „The Daily Mail“–ი გაზეთ „Daily Star“–ის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. აქციის ოფიციალური მიზანი – უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა ამ ნაბიჯის გადადგმა იმიჯის გამოსასწორებლად გადაწყვიტა.
ბიბერმა ამ აქციაში თავისი მენეჯერის სკუტერ ბრაუნის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ჩაერთო.
„სკუტერი ცდილობს მოიფიქროს გეგმა, რომელიც ჯასტინის კარიერის დიდხანს გაგრძელებას შეუწყობს ხელს“,– განუცხადა გაზეთს წყარომ. თავად ბრაუნი უსახლკაროთა დასახმარებელ აქციებში ხშირად იღებს მონაწილეობას.
ამ წელს ჯასტინ ბიბერი რამდენიმე სკანდალში გაეხვა. იანვარში მომღერალი მაიამში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს. ივლისში სასამართლომ ვანდალიზმის გამო (ბიბერმა მეზობლის სახლს კვერცხები ესროლა) მას ორი წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, ამავე თვეში ბიბერი ჰოლივუდის ვარსკვლავს ორალნდო ბლუმს კუნძულ იბიცაზე არსებულ რესტორანში ეჩხუბა. ნოემბერში ბიბერი დაკითვაზე არგენტინულმა სასამართლომ დაიბარა. მას ბრალი ფოტოგრაფის ცემაში დასდეს.

FB კომენტარები

კომენტარი