ჯანმრთელ ადამიანს გათხოვება არ უნდა!

1810
SHARE

ქალური მარტოობა – აქტუალური თემაა. რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომელიც ერთხელაც არ ყოფილა გათხოვილი? როგორ დაძლიოს ახლო ურთიერთობების შიში? როგორ გათხოვდეს, თუ ერთი ან რამდენიმე შვილი ჰყავს?
ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი ირწმუნება, რომ გათხოვების მწვავე სურვილი ნევროტიკული ხასიათის დაავადებაზე მიუთითებს.
როგორ ვიპოვოთ ქმარი
მიხეილ ლაბკოვსკი დარწმუნებულია, რომ თუ ქალი თავს მარტოდ გრძნობს, მას საკუთარი თავისადმი ინტერესი არ გააჩნია, თანაც ბავშვობიდან. მთელი პრობლემაც ამაში მდგომარეობს – ადამიანი საკუთარ თავთან არაკომფორტულად გრძნობს თავს და სურს იპოვოს პარტნიორი, რომელიც ამ სიცარიელეს შეუვსებს.
პირველი, რაც ასეთმა ქმრის მაძიებელმა უნდა შეიგნოს – მისი ისტორია უბედურ სიყვარულზე არაა. ის მარტო არ არის. ის, რომ ვერ თხოვდება – არ არის სიმართლე. ის არის ნევროტიკი, რომელიც ნევროტიკული გარემოებების გამო თავს ისე გრძნობს, როგორც ამის ფორმულირებას ახდენს.
ებღაუჭება რაღაც დაბრკოლებებს: რომ საკმარისად კარგი არ არის ან ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული სიტუაციაა და ა.შ. მიზეზი – მისი შინაგანი მდგომარეობაა.
ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარი, ქორწინების ან სექსის ერთ პარტნიორთან – სტაბილურ ფსიქიკაშია. არა დათმობა, არა კომპრომისები – ეს არის პირდაპირი გზა კარდიოლოგთან ან ონკოლოგთან. როდესაც ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას მთელი ცხოვრების გატარება შეუძლია ერთ ადამიანთან.
როგორ ვიპოვოთ სიყვარული – ეს საკითხი ბევრს ადარდებს. ჯანმრთელ ადამიანს გათხოვება არ უნდა. ეს იგივეა, რაც საქორწინო ატრიბუტიკა – კორტეჟი, კაბა და ა.შ. გინდოდეს. ჯანმრთელ ადამიანს სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და სწორედ ამ მოთხოვნილებით პოულობს მამაკაცს, რომელიც ეყვარება.
როგორც წყარო ირწმუნება, წარმატებული ქორწინებისთვის არ არის საჭირო რადიკალური ზომების მიღება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – იყო ის, რაც ხარ. ეს საკმარისია. პრინციპში, ამის გამო უყვართ ხოლმე.

 

FB კომენტარები

კომენტარი