ჯანმრთელობის 7 პრობლემა, რომელსაც კარგი სექსი აგვარებს

184
SHARE

სექსი არა მარტო სიამოვნებაა, არამედ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარება შეუძლია. ამის შესახებ მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ დასკვნა დადეს.

სექსი აძლიერებს იმუნურ სისტემას

როგორც პენსილვანიის შტატის უილკსის უნივერსიტეტის მეცნიერები ასკვნიან, სქესობრივად აქტიურ ადამიანებს ნაკლებად აწუხებთ ავადმყოფობა, მათი იმუნიტეტი ბევრად მაღალია, ვიდრე პასიური ადამიანების.

სექსი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას

ედინბურგის მეცნიერთა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სექსი კვირაში დაახლოებით ოთხჯერ აქვთ, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. სექსით დაკავების დროს გამოიყოფა “სილამაზის” ჰორმონი, რომელიც თავის მხრივ აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ებრძვის ზედმეტ ცხიმებს.

აუმჯობესებს მენჯის მიდამოებში განთავსებული ორგანოების ფუნქციონირებას

სექსის დროს მენჯის კუნთები მნიშვნელოვან ვარჯიშს გადიან, ხდება სისხლის აქტიური მოძრაობა, რაც აახალგაზრდავებს და აძლიერებს ამ მიდამოებში არსებულ ორგანოებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მამაკაცის შარდ-სასქესო ორგანოებისთვის და პროსტატის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულს

კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული სექსი არტერიულ წნევას არეგულირებს. გარდა ამისა, აძლიერებს გულის მუშაობას, აუმჯობესებს გულისცემას, ამცირებს გულის შეტევის რისკს.

ებრძვის ჭარბ წონას, წვავს კალორიებს

სექსი, რა თქმა უნდა, სირბილს არ ცვლის, თუმცა წუთში დაახლოებით 5 კალორიას წვავს. გარდა ამისა, სექსის დროს, თუ არ ხართ ზარმაცი, თითქმის ყველა კუნთი მუშაობს და ფიგურის გასაუმჯობესებლად ტრენაჟორებზე საუკეთესო საშუალებაცაა.

ამცირებს ტკივილს

სექსს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ხდება ჰორმონების – ადრენალინისა და დოფამინის გამოთავისუფლება. როგორც ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბარი კომისარუკი აცხადებს, სქესობრივი ურთიერთობა გაგათავისუფლებთ ზურგის, სახსრებისა და თავის ტკივილისგან. ასე რომ, ხუმრობა იმის შესახებ, რომ ქალებს ყოველთვის “თავი ტკივათ”, ჰაერიდან არ მოუტანიათ.

ებრძვის უძილობას, ხსნის სტრესს

სექსის დროს ორგანიზმიდან იწყება პროლაქტინის ჰორმონის გამოდევნა, რაც მოდუნების და სიმშვიდის განცდას იძლევა, ასევე, ხდება ენდორფინის გამოყოფა, რაც “ბედნიერების” ჰორმონია და არა მხოლოდ აუმჯობესებს განწყობას, არამედ სტრესისგან და შფოთისგან გათავისუფლება შეუძლია.

წყარო: http://geonews.ge

FB კომენტარები

კომენტარი