ჯამალა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შესახებ: უკრაინამ ეს 100%-ით დაიმსახურა

71
SHARE

მომღერალმა, „ევროვიზია-2016“-ის გამარჯვებულმა – ჯამალამ სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა. მან განაცხადა, რომ ყირიმში ყველას უხარია მისი გამარჯვება.
„ყირიმიდან ჩემმა მშობლებმა მომილოცეს. მათ თქვეს, რომ ყველას უხარია და ფეიერვერკებს აწყობენ“, – აღნიშნა ჯამალამ.
მომღერლის თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ „ევროვიზია – 20113235919_1188941734479396_2031391823_n7“ ყირიმში ჩატარდეს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ყირიმი ოკუპირებულია და ეს ალბათ შეუძლებელია გამოვიდეს ერთი წლის მანძილზე, – ამბობს ჯამალა.
ევროვიზიაზე გამარჯვების შესახებ ჯამალა ამბობს: „ჩვენ. მართლაც. დავიმსახურეთ ეს, რადგან დიდი ტკივილი გავიარეთ. ხშირად მსმენია, რომ ეს სიმღერა არ არის „ევროვიზიისთვის“, ის, რომ ზედმეტად მწუხარებითაა სავსე, ის, რომ ევროპას უკრაინაში ტკივილის შესახებ საკმარისად სმენია: ანექსიაზე, ომზე, რევოლუციაზე და ა.შ. და ის, რომ ახლა მსგავსი სიმღერისთვის დრო არ არის. მაგრამ ხედავთ, რომ ევროპამ ხმა მე მომცა, ევროპა მიხვდა და იგრძნო, რომ ეს გულწრფელია და უკრაინამ ეს 100 %-ით დაიმსახურა“.

FB კომენტარები

კომენტარი