“ხომ იცით, სად არის საქართველო?” – უილ სმიტის პასუხი ქეთი მელუას კითხვაზე

1269
SHARE

დიდ ბრიტანეთში პოპულარულ „გრეჰემ ნორტონის შოუს“ ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავები უილ სმიტი და ჰელენ მირენი, ასევე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი სტუმრობდნენ.

ქეთი მელუამ გუნდთან ერთად იმღერა და შოუზე შეკრებილი საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მელუამ თქვა, რომ ეს სიმღერა გორში დაწერეს, სადაც სტალინი დაიბადა.

ამაზე ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა უილ სმიტმა თქვა, რომ „ჯორჯიას“ ხსენებისას სტალინი ყველაზე ნაკლებად ახსენდება. „მე მგონი თქვენ იცით, სად არის ჯორჯია“, – უთხრა ქეთი მელუამ უილ სმიტს.

მსახიობმა ამაზე უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, იცის და ეს მხოლოდ ამერიკული ხუმრობა იყო.

FB კომენტარები

კომენტარი