ხინკალი – ქართული ნაციონალური კერძი თუ სხვა ქვეყნისგან მოპარული რეცეპტი

366
SHARE

ხინკალი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, რომლითაც ყველა ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლდებით, თუმცა ალბათ ბევრისთვის სიახლე იქნება, რომ მსგავსი კერძი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში ისეთივე საამაყო ადგილს იკავებს, როგორც ჩვენებური ხინკალი.
“დაპლინგი” ერთგვარი ცომის კერძია, რომელსაც სხვადასხვა შიგთავს უკეთებენ. ასეთი კერძი ბევრი ქვეყნის სამზარეულოში გვხვდება.
ჩინეთი – ჩინეთში ხიაოლონგბაო აქვთ, რომელიც დამპლინგებიდან ხინკალს ვიზუალურად და შინაარსით ყველაზე მეტად ჰგავს. ცომის ფირფიტაში წვნიან ხორცს, რომელიც ბოსტნეულით არის შეზავებული, ათავსებენ და ორთქლზე ხარშავენ.
აფრიკა – ბანკუ და კენკეი აფრიკული დამპლინგია. მათ ძირითადად სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ, სხვადასხვა შიგთავს უკეთებენ და წვავენ.
ამერიკა – ამერიკული დამპლინგი კვერცხით, რძითა და ფქვილით მზადდება. შიგთავსი სურვილისამებრ მზადდება. მოგრძო ფორმებად აკეთებენ და შემდეგ ჭრიან პატარა ნაწილებად, რომელიც ბევრ ზეთში იწვება.
აზია – აზიის უმრავლეს ქვეყანას აქვს ხინკლის მსგავსი კერძი, მათ შორის ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ინდოეთში, პაკისტანში შეხვდებით დამპლინგებს. ერთ-ერთი გამორჩეულია მანტი, ცენტრალურ აზიაში გავრცელებული კერძი, რომელიც ცხვრის ან ძროხის ხორცისგან მზადდება.

FB კომენტარები

კომენტარი