ხილის პეროგი

634
SHARE

ინგრედიენტები: ცომისთვის: შაქარი – 100 გრ, კარაქი – 100 გრ, კვერცხი – 2 ცალი, ფორთოხალი – 1 ცალი, ლაიმი – 1 ცალი, გამაფხვიერებელი – 2ჩ/კ, ფქვილი – 150 გრ. კრემისთვის: ნაღები – 200 მლ, ნაღების ყველი – 150 გრ, შაქარი – 50 გრ. ნებისმიერი ხილი, ჟოლო – 200 გრ.

მომზადების წესი: ფორთოხლისა და ლაიმისგან ცედრა გავხეხოთ, შემდეგ კი წვენი გამოვწუროთ. კარაქი და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ. კვერცხი და წვენი დავუმატოთ. შემდეგ ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ. მიღებული ცომი გულის ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით მოვათავსოთ. კრემი მოვამზადოთ: ნაღები შაქართან ერთად მიქსერით ავთქვიფოთ. შემდეგ ყველი დავუმატოთ. მზა ცომს კრემი წავუსვათ. ბოლოს კი ჟოლოთი და ხილით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი