“ხვლიკი მეგონა და ფეხი დავადგი” – რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც რუსთავში გიურზამ უკბინა (ფოტო,ვიდეო)

2841
SHARE

რუსთავში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცს გიურზამ უკბინა. როგორც დაშავებული ჰყვება, ქვეწარმავალი არა გველი, არამედ ხვლიკი ეგონა და ფეხი დაადგა.
“ეზოში, “ბასეინთან” მიკბინა. ხვლიკი მეგონა, დავაბიჯე და გველი აღმოჩნდა. ხელით დავიჭირე, არ მეგონა, რომ შხამიანი იყო. როგორც გავიგე, გიურზა ყოფილა. თითის არეში ორ ადგილზე მიკბინა, შემდეგ ტკივილი ვიგრძენი იღლიაში და სასწრაფო გამოვიძახე. როგორც აქ მითხრეს, გველი შხამიანი გიურზა ყოფილა”, – იხსენებს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და, ამ ეტაპზე, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

წყარო: “ინფო რუსთავი”

FB კომენტარები

კომენტარი