ხვალ, ანიტა ინდოეთში გაფრინდება

97
SHARE

35-ე და ავსტრიაში ბოლო ღამე მშვიდობისა!

უკვე ხვალ, ანიტა ინდოეთში გაფრინდება!

მისი მდგომარეობა დღეს სტაბილურია. ქალბატონი საგონებელშია, ფიქრობს როგორ ჩაატიოს ბარგში ჩვენი უსაყვარლესი, ავსტრიაში მცხოვრები თანამემამულეების საჩუქრები.

გამთენიისას ანიტას და მის მშობლებს წითელი ჯვრის მანქანით ქალაქ გრადსის აეროპორტში წაიყვანენ და უკვე ჩვენი დროით დილის 11:20 საათზე აფრინდებიან.

რეანო-თვითმფრინავის ექიმების გუნდისა და ბორტის ეკიპაჟის გარდა, ანიტას მისი ავსტრიელი მკურნალი ექიმიც გაჰყვება ინდოეთამდე!

ჩვენო საყვარელო ანიტელებო, თქვენ კი იცით რითიც უნდა დაგვეხმაროთ – ლოცვით, პოზიტიური ენერგიით და თქვენი სიყვარულით.ანიტას თვითმფრინავი ხვალ 12 საათიან ფრენას შეასრულებს. შუალედში დუბაიში საწვავის დასამატებლად დაეშვება, შემდეგ კი ინდოეთის მიწაზე უვნებლად დააბრძანებს ჩვენს გოგოს!

გმადლობთ რომ ამ ურთულეს, მაგრამ სიყვარულით სავსე გზას ჩვენთან ერთად გადიხართ!

ერთად მოვიგებთ #ანიტასსთვის

FB კომენტარები

კომენტარი