ხელფასის გადაუხდელობის გამო, თანამშრომლებმა უფროსი გაიტაცეს და აწამეს

304
SHARE

ინდოეთში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა, ხელფასის გადაუხდელობის გამო, უფროსი გაიტაცეს და აწამეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ბენგალურუში რამდენიმე კვირის წინ მოხდა.
გამოცემა გვამცნობს, რომ 23 წლის სუჯეიმ, რომელიც ერთ-ერთი კერძო კომპანიის მფლობელია, თანამშრომლები 7 თვის განმავლობაში უხელფასოდ დატოვა. სწორედ ეს გახდა მიზეზი თანამშრომელთა გაზიღიანებისა, რაც სუჯეის გატაცებითა და წამებით დასრულდა.
მომხდართან დაკავშირებით 4 პირი უკვე დააკავეს, დანარჩენი სამი თანამშრომლის საქმეზე კი გამოძიება ისევ გრძელდება.

 

FB კომენტარები

კომენტარი