„ხელები უნდა მოამტვრიო ამის გამკეთებელს“ – რა მინაწერები დატოვეს სოფიკო ჭიაურელის ბიუსტზე (ფოტო)

507
SHARE

სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი შეურაცხყვეს. სკულპტურული კომპოზიციის იმ ნაწილზე, სადაც მსახიობის სახელი და გვარია ამოტვიფრული, კალმით სხვადასხვა მინაწერია გაკეთებული. შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ნაწერების ავტორების მიმართ საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია, – „ხელები უნდა მოამტვრიო ამის გამკეთებელს“, „ვანდალიზმი“, „რა სამარცხვინოაააა!!!!“ – წერენ ფეისბუქმომხმარებლები ფაქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სკულპტურული კომპოზიცია ორჯერ გაძარცვეს და მისი რამდენიმე შემადგენელი ნაწილი მოიპარეს. სოფიკო ჭიაურელის სკულპტურა მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს შექმნა. კომპოზიცია ოთხი – „მეეზოვის“, „კინტაურის“, „მრეცხავი ვარდოსა“ და „ფუფალას“ მცირე ზომის ქანდაკებებისგან შედგება.

Comments

comments