ხაჭოს პასკა

405
SHARE

 

ინგრედიენტები:
ხაჭო – 1 კგ,
კარაქი – 200 გრ,
კვერცხი -5 ცალი,
შაქარი – 200 გრ,
ვანილის პუდრა – 1ჩ/კ,
ნაღები – 400 მლ,
კაკალი – 100 გრ,
ცუკატები – 100 გრ,
ქიშმიში – 100 გრ,
ცუკატები.

მომზადების წესი: ხაჭო ხორცის საკეპ მანქანაში გავატაროთ, დარბილებული კარაქი შევურიოთ დაკარგად ავურიოთ. კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, ნაღები და ვანილი დავუმატოთ. მიღებული მასა საშუალო ცეცხლზე დავდგათ და ავადუღოთ. თან ვურიოთ მანამ, სანამ მასა არ ჩასქელდება. ხაჭოს დაბლენდერებული კაკალი, ცუკატები და ქიშმიში შევურიოთ. შემდეგ ხაჭოს კვერცხის მასა შევურიოთ და კარგად ავურიოთ. ფორმაში მარლა ჩავაფინოთ, ხაჭოს მასა მოვათავსოთ და შევახვიოთ. ფორმა თეფშზე დავდოთ, რომ ხაჭო დაიწუროს და ფორმას ზემოდან წყლით სავსე ქილა დავადოთ. მაცივარში 12 საათით მოვათავსოთ. ბოლოს უკვე მზა პასკა ცუკატებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი