ხატია წერეთელი: სექსი ჩემი ნარკოტიკია ( ფოტოკოლაჟი)

1167
SHARE

ქალი უნდა იყოს ქალური. ქალის დამახასიათებელი ქალური სურნელია. უნდა ჰქონდეს „ელასტიური“ ხასიათი- იცოდეს, სად დათმოს, სად – არა, სად გამოაჩინოს თავისი სიხისტე.

– მე თვითონ ზღვარს არასდროს გადავდივარ. არ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს. მაგრამ არის ის, რაც შეიძლება,ზღვარს იქითაც დავთმო – თუ ვფიქრობ, რომ გამოსწორებადია.
– ამჟამად…
– ჩემნაირები მარტო არასდროს რჩებიან, მაგრამ მარტო ვარ. ალბათ, ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს. მე საკუთარ თავს ვარჩენ 15 წლიდან. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს რთულია, მაგრამ ჩემთვის უფრო რთულია, ფული სხვას ვთხოვო. მით უფრო, მამაკაცს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა, ზომიერად რომანტიკულიც უნდა იყოს და ძლიერი ენერგეტიკა ჰქონდეს, ძალიან ნაზი კაცი ჩემს სიმპათიას ვერ იმსახურებს.
– თაყვანისმცემლები?
– არიან აბეზარები, რომელთა მოშორება შეუძლებელია. ეს მათი აღზრდის ბრალია. არიან ძალიან დელიკატურებიც. იყო შურისძიებაც იაფფასიანი მეთოდებით.

– ქალებისგანაც? რომელი უფრო ბოროტია – ქალი თუ მამაკაცი?
-არ ჩამოუვარდებიან ერთმანეთს.
– ისე, მამაკაცებს უმეტესად სექსუალური ქალი საყვარლად უნდათ, ცოლად კი „წყნარი“ ქალები მოჰყავთ…
– აღარ არიან მამაკაცები ასეთები. ისწავლეს, როგორ დაიცვან საკუთარი ქალი სხვებისგან. თუნდაც მარტივად – კარგი მანქანა უნდა უყიდონ (იცინის).
თვითონ „ქალური” მანქანა ჰყავს, მექანიკური კოლოფით, რომელსაც ცალი ხელითაც ატარებს და საჭესთან მაკიაჟსაც იკეთებს:
– ხელი რომ მქონდა მოტეხილი, მაშინაც ვახერხებდი საჭესთან ჭამასაც და ცალი ხელით შეღებვასაც.

ძალიან პრინციპული და მიზანდასახულია. ეს, ალბათ, ბიზნესმა ასწავლა – მასაჟის სალონი აქვს, კომფორტულად მოწყობილი. თუმცა მისი უსაყვარლესი პროფესიაც და ჰობიც სიმღერაა. ახლახან შესთავაზეს ძალიან საინტერესო ახალ ქართულ ფილმში მონაწილეობა და, სხვათა შორის, ეს როლი მე შემომთავაზა. იშვიათობაა, ქალმა ქალს როლი დაუთმოს – ეს ისევ მის თავდაჯერებულობაზე მეტყველებს.

ხატიას შვილი ამიკო 17 წლისაა. ის ხატიას მუსიკალური კლიპების რეჟისორიც არის, ოპერატორიც და მონტაჟსაც აკეთებს:
– მე მას მხოლოდ კარგის და ცუდის გარჩევა ვასწავლე. დანარჩენი თვითონ ისწავლა… – ამბობს სიამაყით.

ხატიასთან შეხვედრამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გარშემო ამდენ მითქმა-მოთქმას საბაბი ექნებოდა:
– სექსი ჩემი ნარკოტიკია! – (მეტი საბაბი რა გინდათ?)

და ამ ფრაზას სამედიცინო სტატისტიკით ამყარებს:
– ორგაზმის დროს ტვინის 75 % „ითიშება”. ყველაზე ძლიერი დოზა მორფის დროს – 22-25%. რომელი უფრო ძლიერი ნარკოტიკია – სექსი თუ მორფი?

ხატია ბედნიერი ქალია. რა არის ამის რეცეპტი?
– ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მეგობრები, მშობლებიც მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ – მთავარია, ვიყო ბედნიერი… მყავს ოთხი და, რომლებსაც ვუყვარვარ.

გარკვეული პერიოდი ტიბეტში ცხოვრობდა:
– იქ მასწავლეს, როგორ შემეხედა ცხოვრებისთვის სხვა თვალით. თუ არსებობს პრობლემა, ის არის არა იმიტომ, რომ ღმერთმა ზურგი გაქცია, არამედ იმიტომ, რომ უფრო გაძლიერდე.

თეთრეული იმდენად უყვარს, რომ სიცილით მეუბნება:
– ბოლო ფულს გადავიხდი და კრედიტსაც ავიღებ თეთრეულის შესაძენად. მიყვარს წითელი, შავი, ვარდისფერი – ვარდისფერი რომანტიკაში მაგდებს ხოლმე.
მეც მაჩუქა ძალიან ლამაზი ჟოლოსფერი ტანგა მაქმანებით, სამახსოვროდ.

– კაცები როგორ აფასებენ ამ მრავალფეროვნებას?
– ვფიქრობ, მათ ჩემი მრავალფეროვნებით ვღლი. ქალი, რომელიც დილიდან საღამომდე სამჯერ იცვლის ხასიათს , სამჯერ საინტერესოა, მაგრამ ბოლოს იღლები.

პროფესიით არის: ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, სამზარეულოების ექსპერტი. წერს. აქვს სცენარის იდეა კინოსთვის.

ვკითხე, რას ისურვებდა თავისთვის და… სრული სერიოზულობით დაიწყო:
– მჭირდება 12 მილიარდი. 8 მილიარდი საქართველოს საგარეო ვალის დასაფარად. 4 მილიარდი – ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად…
– ოღონდ პოლიტიკა არა რა…

მაშინ პირადად თავისთვის მოკრძალებულად ისურვა:
– მომავალში ისევ „ბიზნეს ვუმენი“ მინდა ვიყო, უფრო ფართო სპექტრის.

– და მამაკაცი?..
– როცა გიყვარდება, ყოველთვის ფიქრობ, რომ ეს მარადიულია. მაგრამ მარადიული მხოლოდ გრძნობაა, ობიექტები კი იცვლებიან.

წყარო:http://funtime.ge

FB კომენტარები

კომენტარი