ხატია სიჭინავა: არავითარი დაბალი აქტიურობა, ჩვენს შვილებს ვერ დავუტოვებთ 7 ნოემბერს და ბევრ მის მსგავს სისხლიან დღეებსა და ღამეებს!

255
SHARE

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს და მას არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
“ძალიან ბევრი რევოლუცია გამოვიარე 38 წლის ასაკში! არ მინდა ჩემმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ! დავიღალე მე პირადად ტერორით, შიშითა და მოლოდინით, რომ შენი ნათქვამის, ბიზნესის, მათთვის არასასურველი საქციელის გამო, არამარტო შენ, მთელ ოჯახს დაგიმხობენ! ვერ გეტყვით, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელობით, თუმცა როცა გაიჟღერა რომ ყველა ჯალათი გარეთ უნდა გამოეშვა გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს, მივხვდი, რომ სრულიად საქართველო უნდა გავიდეთ არჩევნებზე!!! არავითარი დაბალი აქტიურობა! ჩვენს შვილებს ვერ დავუტოვებთ 7 ნოემბერს და ბევრ მის მსგავს სისხლიან დღეებსა და ღამეებს! #მევირჩევსიმშვიდეს #მევირჩევსალომეს”,-წერს ხატია სიჭინავა “ინსტაგრამზე”.

FB კომენტარები

კომენტარი