ხარკოვში ქალმა, რომელიც “ლექსუსს” მართავდა, 6 ადამიანი იმსხვერპლა (ვიდეო +18)

415
SHARE

ხარკოვის ცენტრში, „ლექსუსი“, რომელსაც 20 წლის ელენა ზაიცევა მართავდა, ტროტუარზე ავარდა და ადამიანებს გადაუარა.
როგორც ირკვევა, „ლექსუსმა“ ჯერ შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაიარა, რის მერე საპირისპიროდ მომავალ „ვოლფცვაგენ ტუარეგს“ შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ზაიცევას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან დიდი სისწრაფით ტროტუარზე შევარდა, სადაც ამ დროს ათობით მოქალაქე მოძრაობდა. შეჯახების შედეგად, ტროტუარზე მდგომი 6 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო 5 ადამიანმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ექიმები ერთ-ერთი ქალბატონის ორსულობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. კითხვის ნიშნის ქვეშ არის სხვა დაშავებულების გადარჩენის საკითხიც.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტუდენტი ელენა ზაიცევა ადგილობრივი მაგნატის ქალიშვილია და მას ორი წლის განმავლობაში უკვე სამჯერ აქვს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მიღებული. გუშინ მომხდარი ავარიის შემდეგ ის სიმთვრალეზე გადაამოწმეს, თუმცა მის სისხლში ალკოჰოლის კვალი არ აღმოჩენილა. მეორე ავტომობილის მძღოლი ხარკოველი 59 წლის ბიზნესმენია, მას დაზიანებები არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ტრაგიკული ავარიის შემდეგ, ქალ მძღოლთან ორი ავტომობილით, „დამხმარეების ორი ჯგუფი“ მოვიდა, რომლებმაც დამნაშავის წინააღმდეგ ამხედრებული და აღშფოთებული ხალხი შეაკავეს. ელენა ზაიცევა ამ დროისთვის დაკავებულია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Comments

comments