ხანძარმა გიორგი გილიგაშვილის სახლი გაანადგურა – “გული მხოლოდ ჩოხებზე დამწყდა”

1268
SHARE
მსახიობ გიორგი გილიგაშვილის სახლი სრულად დაიწვა. მსახიობი სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ყველაფერი განადგურდა, თუმცა საბედნიეროდ გიორგი და მისი და-ძმა არ დაშავებულან. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.
“გუშინწინ დაიწვა სახლი, თუმცა მინდა ნაკლებმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობის მეტი რა მეთქმის ყურადღებისთვის, მაგრამ ისედაც ბევრი ცუდი ამბავია გარშემო და ჩემი ამბით საზოგადოების დამძიმება არ მინდა. რაც მთავარია ყველა ჯანმრთელად ვართ, სახლსაც ავაშენებთ, ხესაც დავრგავთ და ბევრ შვილებსაც გავაჩენთ. გული მხოლოდ ჩოხებზე დამწყდა. მთლიანად დამეწვა ჩოხები. ასე რომ ცხოვრებას ვიწყებ თავიდან”, – ამბობს მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი