ხათუნა ხოფერია: ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა

1115
SHARE

“ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია წერს.
“ჩანერგილებსა და ჩარჩენილებს!
ყველას რომ დაგვადოთ ხელბორკილები, გახარია მაინც უმაგრესი მინისტრი და პიროვნებაა! წერტილი”, – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან  ხათუნა ხოფერიას ყოფილი რძალი – თიკა ჯამბურია მაშინ დააკავეს, როცა ​მომღერალი დედასა და შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.

FB კომენტარები

კომენტარი