ხადას ხეობაში მოკლულის დედამ მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს ციხეში წერილი მისწერა

240
SHARE

ხადას ხეობაში მოკლული მაიკლ სმიტის დედამ, მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, მალხაზ კობაურს, ამერიკიდან წერილი გამოუგზავნა.

როგორც მალხაზ კობაურს ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განცხადა, წერილის შინაარსს არც თავად და არც მალხაზ კობაური არ იცნობს, ვინაიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულს მხოლოდ “საბუთზე მოაწერინა ხელი, რომ წერილი მიუტანეს, მისი გაცნობის უფლება კი არ მიუციათ“.

მისივე თქმით, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მოცულობითი იყო. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ციხის ადმინისტრაციას მისთვის წერილის სრული შინაარსი არ გაუცნია.

ცნობისთვის, 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

FB კომენტარები

კომენტარი