ჭინჭრის სამკურნალო ზეთი – ჭაღარის წინააღმდეგ

548
SHARE

ჭინჭრის ზეთი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა ნაოჭების, ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ის აფერხებს ჭაღარის ამოსვლას, იცავს ნაადრევი გაჭაღარავებისგან და ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია უკვე გაჭაღარავებულ თმას დაუბრუნოს ბუნებრივი ფერი. ჭინჭრის ზეთი კარგად ინახება, მის საფუძველზე კარგია სახის კანისა და
თმის გამაჯანსაღებელი ნიღბების მომზადება.

თუ შეიზელთ ჭინჭრის ზეთს თავის კანში დაბანამდე 30 წუთით ადრე, თმა გახდება ძლიერი, ელასტიური, რბილი და მბზინვარე, გაუმჯობესდება მათი ზრდა.

თუ დღეში ერთხელ წაისვამთ ჭინჭრის ზეთს სახეზე, თქვენ არ დაგჭირდებათ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის გამოყენება, ჭინჭარი ძალიან კარგად ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

ჭინჭრის სამკურნალო ზეთის მომზადება:

მოჭრილი ჭინჭარი დატოვეთ დასაჭკნობათ რამდენიმე საათით, მაშინ მჟავა მის ბუსუსებზე აორთქლდება და მისი დამუშავება გაგიადვილდებათ (აღარ დაგსუსხავთ). ღეროებს მოაცილეთ ფოთლები და შემდეგ ეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩაალაგეთ შუშის ქილაში პირამდე (არა მჭიდროდ) და დაასხით ზეითუნის ან ნებისმიერი რაფინირებული მცენარეული ზეთი.

ზეთი უნდა დაასხათ თითქმის თავსახურამდე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჰაერი დარჩეს მისი ჟანგვისთვის. დადგით ქილა 2 კვირით ბნელ, გრილ ადგილას (მაცივარში არ შეიძლება) და დროთადრო შეანჯღრიეთ. მზა ზეთი გაწურეთ მარლაში და შეინახეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი