ჭეშმარიტი სილამაზე ის არის როდესაც ხარ ის, რაც ხარ – ფოტოკოლაჟი

460
SHARE
ჩვენ – ყველა მივეჩვიეთ, რომ მოდის ჟურნალების საზაფხულო ნომრების გარეკანებზე აუცილებლად გრძელფეხებიანი მოდელები უნდა ვნახოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი გარუჯული ლამაზმანები ინტერესს და აღფრთოვანებას აღარ იწვევენ. ხოლო ზოგიერთებს ასეთი იდეალური კადრები, ჩვენს არაიდეალურ სამყაროში მხოლოდ სინანულს და ახალ კომპლექსებს მატებს.

საცურაო კოსტიუმების მწარმოებელმა „Swimsuits for all“-მა მარკეტინგის ალტერნატიულ ხერხს მიმართა და გადაწყვიტა უჩვეულო ფოტოსესიის ორგანიზება. ცნობილმა ბრენდმა მოდელების ნაცვლად ჩვეულებრივი, არა მოდელების პარამეტრებით გოგონები შეარჩია. ამ შემთხვევაში ბრენდის მიზანი ის იყო, რომ წარმოეჩინა სექსუალური, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონები, რომლებსაც სხვების აზრი არ აინტერესებთ. პროექტმა ამით დაამტკიცა, რომ სილამაზე არანაირ პარამეტრებს და ჩარჩოებს არ ექვემდებარება.


ფოტოსესიის ერთ-ერთი მონაწილე გაბი გრეგი ამბობს, რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზია და დამუშავებული ფოტოები, რომლებზეც არამიწიერი სილამაზის ქალბატონები არიან, მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსებს აღვიძებს. ეს ფოტოსესია შეცვლის წარმოდგენებს ქალური სილამაზის ეტალონზე. უბრალოდ მიხვდებით, რომ ასეთი სილამაზე არ არსებობს, ისწავლით არაიდეალური, მაგრამ მომხიბვლელი საკუთარი თავის სიყვარულს.

FB კომენტარები

კომენტარი