ჭარხლის ნაძვის ხე

252
SHARE

ინგრედიენტები: საშუალო ზომის ჭარხალი – 6 ცალი, ყველი ბრინზა – 150 გრ, ლიმონის ცედრა – 1 ჩ/კ. ნიორი – 2 კბილი, ავოკადო – 1 ცალი, არაჟანი – 1 ჩ/კ. ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ. მარილი, წიწაკა, პილპილი – გემოვნებით, მწვანილი – მოსართავად, ხის ჩხირები.

მომზადების წესი: ჭარხალი მოვხარშოთ, მრგვალად დავჭრათ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. თასში ბრინზა, ლიმონის ცედრა, დაჭყლეტილი ნიორი და პილპილი ერთმანეთს შევურიოთ. ავოკადოს რბილობი ამოვაცალოთ და ცალკე თასში მოვათავსოთ. შემდეგ არაჟანში კარგად ავურიოთ და პილპილი მოვაყაროთ.
ნაძვის ხე ავაწყოთ: თეფშზე ჭარხლის რგოლი დავდოთ, შემდეგ – ზემოდან ბრინზას შიგთავსი, ისევ ჭარხალი და შიგთავსი ასე ავაწყოთ, მონაცვლეობით, ხის ჩხირი შუაგულში ჩავარჭოთ, შიგთავსის წასასმელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტორტის მოსართავი. დასრულებული ნაძვის ხე პილპილითა და მწვანილით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი