წყვილმა საქორწინო ბეჭდები გარდაცვლილი შვილის ფერფლისგან დაამზადა

149
SHARE

წყვილმა საქორწინო ბეჭდები ოქრომჭედელს გარდაცვლილი შვილის ფერფლისგან დაამზადებინა. ეს ნაბიჯი კი ამ წყვილს საშინელი შოკის გადატანაში დაეხმარა.არაფერი შეედრება შვილის დაკარგვის ტკივილს და ისტორია, რომელიც ინგლისში, დასავლეთ დრეიტონში განვითარდა, არ ყოფილა გამონაკლისი.
ორსულობის 33-ე კვირაზე შანტელ ჯექსონს ექიმებმა უთხრეს, რომ მისი ერთ-ერთი ტყუპი შვილი დაიღუპა.
შანტელს და მის მეუღლე დინს ამ დროისთვის უკვე ჰყავდათ 4 წლის გოგონა ლილი, მაგრამ ძალიან უნდოდათ დიდი ოჯახი ჰყოლოდათ. შანტელი პირველი მშობიარობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ორსულდებოდა. ამიტომ წყვილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ქალი ტყუპებზე იყო ორსულად. ისინი ბავშვების დაბადების შემდეგ დაქორწინებასაც გეგმავდნენ.
ერთხელაც, როცა შანტელი საქორწილო სამზადისში იყო, მას მუცელი ასტკივდა. მამაკაცმა ის საავადმყოფოში წაიყვანა, ხოლო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთი ბავშვი დაღუპულია. შოკმა ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია. გადარჩენილ ბიჭუნას ჩეიზი დაარქვეს, მის ძმას კი რაილი. როდესაც წყვილმა რაილის ცხედარი მიიღო, მათ უამბეს იმის შესახებ, რომ ბავშვის ნეშტი შესაძლოა მინად გადააქციონ. ეს იდეა მათ მოეწონათ, ამიტომ ქორწილისთვის მათ განსაკუთრებული ოქროს ბეჭდები შეუკვეთეს. ძვირფასი ქვების მაგივრად, მათში პატარა შუშის წვეთებია ჩასმული, რომელშიც რაილის ფერფლია მოთავსებული.
„როცა პირველად დავინახე ეს ბეჭდები, ცრემლები წამომივიდა. შემდეგ, გავიკეთე ბეჭედი და სიმშვიდე ვიგრძენი“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.
გასულ წელს შანტელი და დინი დაქორწინდნენ, ისინი ბეჭდებს არასოდეს იხსნიან, პატარა რაილი კი სულ თავის დედ-მამასთან ერთად არის.

FB კომენტარები

კომენტარი