წყვილები, რომლებსაც საერთო Instagram და Facebook პროფილები აქვთ – რატომ აღიზიანებს საზოგადოებას საერთო ანგარიშები?

32
SHARE

სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით ანგარიშებს, რომელთა უკანაც შეყვარებული წყვილები დგანან. საერთო პროფილების მქონე წყვილებს ხშირად აკრიტიკებენ, “ადამიანების უმეტესობას აღიზიანებს, როცა ადამიანები საერთო პროფილს იზიარებენ,” – აღნიშნავს ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტი – რეიჩელ ნიკოლი.

მიზეზი კი, რის გამოც სხვა მომხმარებლები ღიზიანდებიან, ის ფაქტია, რომ არასდროს იცი ვინ წაიკითხავს შეტყობინებას, როცა მსგავს გვერდს წერ.

მიზეზი კი, რის გამოც ზოგიერთი წყვილისთვის ეს ნეგატივიც ვერ ხდება დამაბრკოლებელი ფაქტორი, მარტივია.
“ზოგიერთ წყვილს სურს მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს საკუთარი ერთიანობა. ისინი იზიარებენ საერთო სოციალურ სივრცეს, რადგან მიაღწიეს შესაბამის ნდობასა და ერთობას. გარდა ამისა, ამ გზით არასასურველი კომუნიკაციების თავიდან არიდებაცაა შესაძლებელი – არასდროს მოგწერს სკოლის დროინდელი მეგობარი გოგონა, როცა ხედავს რომ Facebook-ზე პროფილს მეუღლესთან ერთად მართავ,”- აღნიშნავს ის.

წყარო:http://www.okmagazine.ge

FB კომენტარები

კომენტარი