წყვილების ზუსტი თავსებადობა ფენ-შუის მიხედვით

187
SHARE

ადამიანების პარტნიორულ თავსებადობას არამხოლოდ ასტროლოგიური გათვლები განაპირობებს. არსებობს საინტერესო ჰიპოთეზა ფენ-შუის მიხედვით, იმის შესახებ თუ რამდენად ჰარმონიულია ამა თუ იმ ადამიანის კავშირი.

ცეცხლი – 1946, 1947, 1956, 1957, 1666, 1967, 1976, 1977, 1986, 1987, 1996, 1997.

ხე – 1944, 1945, 1954, 19555, 1964, 1965, 1974, 1975, 1984, 1985, 1994, 1995

წყალი – 1942, 1943, 1952, 1953, 1962, 1963, 1972, 1973, 1982, 1983, 1992, 1993

ლითონი – 1940, 1941, 1950, 1951, 1960, 1961, 1970, 1971, 1980, 1981, 1990, 1991.

მიწა – 1948, 1949, 1958, 1959, 1968, 1969, 1978, 1979, 1988, 1989

ცეცხლი-ცეცხლი იდეალური და ხანგრძლივი კავშირია. ასეთი წყვილები ერთმანეთს აძლევენ სტიმულს და გმირობის ჩადენის სურვილს.
ცეცხლი -მიწა ჰარმონიული კავშირია ხანგრძლივი პერიოდით თანაცხოვრებისთვის.
ცეცხლი-ლოთონი რთული კავშირია. ცეცხლი და ლითონი ერთად ვერ თანაარსებობენ. ორივე ეცდება საკუთარი ძალაუფლება მოახვოს თავზე მეორე ნახევარს.
ცეცხლი -წყალი ცუდი კავშირია. წყალი ცეცხლს აქრობს, თუმცა ამ ადამიანებში კარგია მეგობრული თანაარსებობა. იმიტომ რომ წყალს აქვს უნარი ცეცხლის ადამიანში შემოქმედებითი პოტენციალის გაღვიძების.
ცეცხლი-ხე ჰარმონიული კავშირია. ხე ცეცხლს სტაბილურობის განცდას ანიჭებს.
მიწა-მიწა იდეალური კავშირია. ისინი მზრუნველი მეუღლეები და საუკეთესო მეგობრები იქნებიან.
მიწა-ლითონი შესანიშნავი კავშირია. მეუღლეებს შორის იქნება პატივისცემა და პროფესიული კონკურენცია ზომიერი დოზით.
მიწა-წყალი რთული და დრამატული კავშირია. მათ შორის ბევრი კონფლიქტი და გაუგებრობა იქნება. ისინი ემოციურად აზიანებენ ერთმანეთს.
მიწა-ხე ხეს აქვს უნარი გამოფიტოს მიწის ადამიანი, როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად. რთული და იშვიათად წარმატებული კავშირია.
ლითონი-ლითონი წარმატებული და კარგი კავშირია. მეუღლეები კარგად უგებენ ერთმანეთს. მართალია, ერთი შეხედვით მათი კავშირი არც ისე მჭიდრო ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
ლითონი-წყალი წარმატებული კავშირია. მეუღლეები მეგობრებიც არიან. აქვთ კარგი ინტუიციის გრძნობა და ზრუნავენ ერთმანეთზე.
ლითონი-ხე რთული კავშირია. ძირითადი პრობლემები ძალაუფლების თემას უკავშირდება. ორივე მათგანი ცდილობს მართოს სიტუაცია.
წყალი-წყალი რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია. ეს არის ნამდვილი რომეო და ჯულიეტა.
წყალი-ხე საკმაოდ კარგი კავშირია. წყალი ხეს ასაზრდოებს როგორც მენტალურად ისე ემოციურად.
ხე-ხე ეს ძალიან აქტიური წყვილის კავშირია. ისინი ხშირად წააქეზებენ ერთმანეთს პროფესიულ წინსვლაზე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი