წყალქვეშა ქალაქი, რომელსაც 2030 წელს ააშენებენ

135
SHARE

    “ადამიანებმა აითვისეს უდაბნოები, ტყეები და დედამიწაზე არსებული სხვა ადგილები, მაგრამ დაივიწყეს ზღვები და ოკეანეები, რომლებიც პლანეტის ზედაპირის 71%-ს იკავებს.” – გაიფიქრა იაპონურმა კომპანია “Shimizu Corporation”-მა და ე.წ. ”მოცურავე” ქალაქების დიზაინი შექმნა.
მაღალტექნოლოგიური ქალაქი 5 000 ადამიანზე იქნება გათვლილი და შეძლებს, როგორც ზღვის ზედაპირზე ცურვას, ასევე, მის – სიღრმეებში. ახალი კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტმა და იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტომ, რომელიც ზღვის ფსკერის შესწავლაზეა ორიენტირებული. საცხოვრებელი სისტემა, კომპანიის აზრით, ცუნამისა და მიწისძვრების დროს, კარგი თავშესაფარი გახდება.
ჩანაფიქრის თანახმად, ჟანგბადი ნახშირორჟანგიდან წარმოიქმნება, ხოლო ტემპერატურაში სხვაობა და წნევა ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება. სპირალური კონსტრუქციის ღირებულება 25 მილიარდ დოლარს უტოლდება. პირველი ასეთი კომპლექსის მშენებლობა 2030 წლისთვის იგეგმება.

http://w.dainteresdit.ge

FB კომენტარები

კომენტარი