წყალდიდობა ზოოპარკში – დატბორილი ვოლიერებიდან მტაცებლები ამოიყვანეს – ვიდეო

150
SHARE

მაშველებმა რუსეთის ქალაქ უსურიისკის დატბორილი ზოოპარკიდან ცხოველების ევაკუაცია განახორციელეს. 3-დღიანი ძებნის შემდეგ, სტიქიას გადარჩენილი ცხოველების ნაწილი უკვე იპოვეს. ლომი და სამი დათვი მათ უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს. ცხოველებისა და ფრინველთა უმეტესობა კი გალიებში დაიხოცა. არსებული ინფორმაციით, სტიქიას, ძირითადად, მცირე ტანის ცხოველები გადაურჩნენ. ზოოპარკ „მწვანე კუნძულის“ ვოლიერების უმეტესობა რამდენიმე დღის წინ, ტაიფუნის შედეგად დაიტბორა. მაშველებმა უკვე მიაგნეს 2 დათვის ლეშს. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ დატბორილი ტერიტორიიდან სამი მგლის ცოცხლად გადარჩენაც შეძლო.

FB კომენტარები

კომენტარი