“წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს” – ქუთაისში პრეზერვატივის შეფუთვა გააპროტესტეს

226
SHARE

“წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს”, “კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია”, – ამ ლოზუნგებით ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა კომპანია “აიისას” მიერ პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების დატანის ფაქტი შეურაცხყოფად მიიჩნიეს. შეკრებილები მოითხოვენ, განადგურდეს წარმოებული პროდუქცია და მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება.

FB კომენტარები

კომენტარი