წიწიბურის წვნიანი

688
SHARE

ინგრედიენტები: ძროხის ხორცი – 500 გრ, წიწიბურა -200 გრ, კარტოფილი – 500 გრ, სტაფილო – 200 გრ, ხახვი – 150 გრ, ნოირი – 2 კბილი, მარილი, წიწაკა, ზეთი.
მომზადების წესი: ხორცი საშუალო ნაწრებად დავჭრათ და მოვხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვთუშოთ. სტაფილო გავხეხოთ და ხახვთან ერთად მოვთუშოთ. ცალკე ტაფაზე წიწიბურა მოვხალოთ. კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ, ბულიონში მოსახარშად ჩავყაროთ და მარილი მოვაყაროთ. შემდეგ ბულიონს წიწიბურა დავუმატოთ და 10 წუთი ვხარშოთ. შემდეგ კი სტაფილო, ხახვი და ნიორი დავუმატოთ. ქვაბს თავსახური დავაფაროთ და 15-20 წუთი ცეცხლზე დავტოვოთ. ბოლოს უკვე მზა წვნიანს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი