წიკლაურის სკანდალური განცხადება – ქორწინება მართლაც არის კაცის და მამაკაცის სოციალური ერთობა (ვიდეო)

1931
SHARE

„ქორწინება მართლაც არის კაცის და მამაკაცის სოციალური ერთობა“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატი განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დისკუსია არ უნდა მიმდინარეობდეს.
„არავითარი დისკუსია ქართულ საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ ქორწინება მართლაც არის კაცის და მამაკაცის სოციალური ერთობა“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. დეპუტატი ამ განცხადებით, პრეზიდენტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ მოსაზრებას გამოეხმაურა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქორწინების თემა კონსტიტუციით გათვალისწინებულია.
„ქორწინების მიმართ საერთო პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი , იმიტომ რომ ჩამოყალიბებულია. საქართველოს მოსახლეობის 99, 9 პროცენტი თვლის, რომ მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. საქართველოს კანონმდებლოში ეს გაწერილია. საქართველოს პარლამენტში ამ საკითხზე არსებობს კონსესუსი. ამაზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც გვშია და ოკუპირებულები ვართ?!„ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს.

FB კომენტარები

კომენტარი