წითელი ხალიჩა და VIP სტუმრები – ვინ დაესწრო თბილისში H&M-ის მაღაზიის გახსნას (ფოტოკოლაჟი)

3961
SHARE

თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია, როცა 900-მდე VIP-სტუმარი – ცნობილი სახეები, მოდის მოყვარულები და მედიის წარმომადგენლები – „გალერია თბილისის“ 3000 კვ.მ.-ზე განთავსებულ მაღაზიაში დაუვიწყარი შოპინგწვეულებისთვის შეიკრიბა.
სტუმრებმა, შთამბეჭდავი განათებების ფონზე, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და სპეციალურ კედელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. წლის ყველაზე გახმაურებულმა წვეულებამ მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ: პოპულარული მომღერალი ნინი ბადურაშვილი, მოდელი ნუკა ყარალაშვილი, ცნობილი მსახიობი თინა დალაქიშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე. თითოეული მათგანი გამოწყობილი იყო H&M-ის უახლესი კოლექციის ტრენდულ სამოსში, მათ შორის – საშემოდგომო და საახალწლო კამპანიების რჩეულ მოდელებში. გარდა ამისა, წვეულებას ადგილობრივი დიზაინერები, ბლოგერები და საკუთარი სტილით გამორჩეული სხვა თბილისელებიც სტუმრობდნენ. H&M-ის თანამედროვე და გლამურულ მაღაზიაში შოპინგით ყველა მათგანმა ისიამოვნა.
სცენაზე პირველი DJ Rembo გამოჩნდა, რომელმაც სტუმრებისთვის სასიამოვნო და ენერგიული ატმოსფერო შექმნა, შემდეგ კი სცენა სხვა სიურპრიზებს დაუთმო. SvanSikh-ის რეპერტუარმა შოპინგი კიდევ უფრო საინტერესო და დაუვიწყარი გახადა. საღამოს ასეთივე გამორჩეული ნაწილი იყო ბენდი New One-ი, რომელმაც მაღაზია საცეკვაო სივრცედ გადააქცია.
თბილისი H&M-ში შოპინგით გამოწვეულ პირველ სიხარულს შაბათს, 18 ნოემბერს შეიგრძნობს, როცა პირველი მაღაზია ოფიციალურად ზუსტად 12 საათზე, „გალერია თბილისში“ გაიხსნება.
H & M Hennes & Mauritz AB 1947 წელს, შვედეთში დაარსდა და დღეს შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი ბიზნესიდეაა:
„ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად მოდის მდგრადი განვითარებისათვის“. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: & Other
Stories, Cheap Monday, COS, Monki, Weekday, ARKET და H&M Home. H&M Group-ი 41 ინტერნეტმაღაზიითა და 68 ქვეყნის 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, H&M-ის გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ის ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება.

FB კომენტარები

კომენტარი