წვიმის იისფერი ცრემლები – აშშ-ში პრინცს ემშვიდობებიან (ფოტო)

136
SHARE

აშშ-ში გარდაცვლილ მომღერალ პრინცს ემშვიდობებიან. სამგლოვიარო ცერემონიაზე მისი ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. პრინცის თაყვანისმცემლებმა კი, მომღერლის და მისი ლეგენდარული ჰიტის Purple Rain-ის („იისფერი წვიმა“) საპატივცემულოდ, ტრადიციული შავი ტანისამოსის მაგივრად, იისფერი შეარჩიეს.

თაყვანისმცემლებმა პრინცის სიყვარულის გამოსახატავად ასევე იისფერი ბუშტები და ყვავილები მოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის პრინცი 21 აპრილს გარდაიცვალა. მისი გვამი საკუთარი სტუდიის ლიფტში აღმოაჩინეს.

FB კომენტარები

კომენტარი