წვიმა და თოვლი – კვირის ამინდის პროგნოზი

101
SHARE

გარემოს ეროვნული სააგენტო კვირის ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„25-26 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ნოემბერს +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს“

FB კომენტარები

კომენტარი