წელს სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მაშველი გოგონებიც დაიცავენ

49
SHARE

​შავი ზღვის სანაპიროზე, წელს პირველად, დამსვენებელთა უსართხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ. მაშველობის სურვილი საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტმა გამოთქვა. ბათუმის საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, გოგონებს შესაბამისი გადამზადების შემდეგ სეზონურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ, მათ, ასევე, შეეძლებათ, გრძელვადიანი პერსპექტივითაც დასაქმდნენ.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ, საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტის გარდა, მაშველად დასაქმების სურვილი კიდევ არაერთმა ქალმა გამოთქვა, თუმცა უწყება, ამ ეტაპზე, მათი შერჩევის პროცესშია.

FB კომენტარები

კომენტარი