ძლიერი ტურბულენტობა მოსკოვი-თბილისის ავიარეისის დროს (ვიდეო)

767
SHARE

 ჟურნალისტმა მიხეილ რობაქიძემ ფეისბუქში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მოსკოვი -თბილისის ავიარეისით მგზავრობისას არის გადაღებული. ვიდეოზე ჩანს, რომ ავიალაინერი ძლიერ ტურბულენტურ ზონაშია მოხვედრილი.
„მოსკოვიდან თბილისამდე მთელი გზა – უძლიერესი ტურბულენტობა. თვითმფრინავს ორი საათის განმავლობაში ძლიერად არყევდა. მშობლები ბავშვებს ემშვიდობებოდნენ, ხოლო ბავშვები ტიროდნენ. ბორტგამცილებლები ნიუტონის კანონებს და გრავიტაციის ძალას ებრძოდნენ და ცდილობდნენ მშვიდად დაერიგებინათ წვენები და გაზიანი სასმელები. როგორც იქნა დავეშვით. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა“, – წერს მიხეილ რობაქიძე.

FB კომენტარები

კომენტარი